ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და მედვედევი საქართველოს საკითხს იხილავენ


თეთრი სახლის განცხადების თანახმად აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეფონით ისაუბრეს საქართველოში დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობაზე. განცხადების თანახმად მედვედევმა ობამას გუშინ დაურეკა და მას დაბადებიდან 48-ე წლისთავი მიულოცა. საუბარმა უფრო სერიოზული ელფერი შეიძინა, როდესაც პრეზიდენტები შეეხნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას, სადაც რუსეთმა მისი ჯარი მზადყოფნაში მოიყვანა. ობამამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეების განლაგება და კრიზისის მოგვარების იმ საშუალებების გამოყენება, რომელებიც უკვე შემუშავებულია საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ. გუშინვე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაუკავშირდა. საუბარში ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ის მოქმედება, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს რეგიონში არსებული დესტაბილიზაცია. რსეთი საქართველოს სდებს ბრალად სამხედრო პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა შექმნილი ვითარება როგორც ძალზე შემაშფოთებელი ისე დაახასიათა.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს იარაღით ამარაგებს და რომ ამ შემთხვევაში იძულებული იქნება რეაქცია გააკეთოს. კარასინს არ დაუკონკრეტებია ტუ რა ტიპის იარაღს აწვდის ამეირკა საქართველოს და არც ის, ტუ რა სახის რეაქცია ექნება რუსეთს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ანატოლი ნოგოვიცინი აცხადებს, რომ მოსკოვი არ გეგმავს რაიმე სახის სამხედრო ოპერაციას რუსეთ საქზრთველოს ომის წლისთავზე მაგრამ მან განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან.

გუშინ ამეირკის თავდაცვის მდივნის ასისტებტმა ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ ამეირკა ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრეინინგს ატარებს მაგრამ გამორიცხული არ არის მომავალში სხვა ტიპის დახმარება განხორციელდეს.

XS
SM
MD
LG