ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტური ზონები/დევნილები


გალის რაიონში მაცხოვრებელი ქართული მოსახლეობა დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების გარეშეა დარჩენილი. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი, მხოლოდ ქართული მხარეს აკონტროლებს და ამიტომ მათ, მაგალითAდ გალელი ქართველების უფლებებს დღეს ვერავინ დაიცავს. მხარეთა შეხვედრებზეც, ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიას არ ექნება საშუალება ოკუპირებულ ტეროტირიებზე სხვადასხვა უფლებადაღვევის ფაქტებზე ისაუბროს.

ამასობაში აფხაზეთის რესპუბლიკის ოპოზიციამ მოუწოდა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს არ მოაწეროს ხელი ცვლილებას კანონში მოქალაქეობის შესახებ, რაც გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აფხაზურ მოქალაქეობას მიანიჭებს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

31 ივლისს აფხაზეთის პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების თანახმად, ის ქართველები, რომლებიც გალის რაიონში საცხოვრებლად 2005 წლამდე დაბრუნდნენ, შეძლებენ აფხაზური მოქალაქეობის მიღებას. რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გალში ამჟამად დაახლოებით 50,000 ადამიანი ცხოვრობს.

მან განუცხადა ”აფსნიპრესს”, რომ ცვლილება არ შეეხებათ იმ ქართველებს, რომლებიც გალში 2005 წლის შემდეგ დაბრუნდნენ. მისი თქმით, ისინი მხოლოდ ათწლიანი ცხოვრების შემდეგ მიიღებენ აფხაზურ მოქალაქეობას. თუმცა, რამოდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა დაგმო ეს ცვლილება და განაცხადა, რომ პარლამენტმა იგნორირება გაუკეთა ”ამ გადაწყვეტილების ყველა სახიფათო შედეგს”.”ამ მომენტიდან ქართული ეროვნების აფხაზეთის მოქალაქეები იმდენივე გახდნენ, რამდენიც აფხაზური ეროვნების,” - განაცხადეს მათ 3 აგვისტოს გავრელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რომელსაც ხელს აწერენ აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმი, აფხაზ ომის ვეტერანთა კავშირი და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ახაცა”, კანონში ამ ცვლილების შეტანის შედეგად ”ყველა თანაბარი ხდება - ისინი, ვინც იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის და ისინი, ვინც ხელს უწყობდნენ საქართველოს კოლონიალური ინტერესების განხორციელებას”.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიიღო, რადაგანაც სწორედ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ხმების იმედი აქვს. ”პარლამენტის წევრებმა, რომელთაც ხმა მისცეს ამას [ცვლილებას], საფუძველი ჩაუყარეს ქართველების მიერ აფხაზეთის კოლონიზაციის ახალ ტალღას... მათი ძალისხმევის გამო, ჩვენ ისევ გავხდებით უმცირესობა ჩვენ სამშობლოში,” - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მხოლოდ ის მოქალაქეები მიიღებენ მოქალაქეობას, რომელთაც არ მიუღიათ მონაწილეობა 90-იანი წლების საომარ მოქმედებებში.მისი თქმით, გალის რაიონის მაცხოვრებლებს ასევე მოუწევთ საქართველოს მოქალაქეობაზე ”წერილობითი”უარის თქმა აფხაზური მოქალაქეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG