ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში 8 რაკეტა აფეთქდა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა 8 რაკეტა აფეთქდა ქაბულში, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი მამაკაცი და ერთი ბავშვი.

მათი განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან დაეცა, დანარჩენები კი საერთაშორისო აეროპორტის მიდამოებში. პასუხისმგებლობა მომხდარზე თალიბებმა აიღეს თავის თავზე. თალიბების განცხადებით მათი სამიზნე იყო საერთაშორისო აეროპორტი და სამხედრო ბაზა.

ამას გარდა სამხრეთ პროვინციაში ზაბულში დღეს კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა სადაზვერვო სააგენტოს ავტომანქანასთან, ამ ინცინდენტის შედეგად დაიღუპა ერთი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი და ოთხი მშვიდობიანი მოსახლე. 18 მდე ადამიანი დაჭრილია.

კიდევ ერთ ინცინდენტს ვარდაკის პროვინციაში ჰქონდა ადგილი სადაც გზისპირა ბომბი აფეთქდა.ტავდასხმა ამ პროვინციის გუბერნატორზე განხორციელდა. ეს უკანასკნელი ინცინდენტის შედეგად არ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG