ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა


უზბეკეთმა გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გეგმა მეზობელ ყირგიზეთში. ეს კი ერთგვარ სიგნალს წარმოადგენს მოსკოვსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის გაჩენილი ბზარისა.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს ჯაჰანის განცხადებით ყირგიზეთში რუსული ჯარის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს რეგიონის მილიტარიზაცია და კონფლიქტები ეთნიკურ ნიადაგზე.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია , რომ რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტიგენტის არსებობამ შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს რადიკალური ექსტრემისტულ ძალების კვლავ ჩამოყალიბებას და ეს კი მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთმა ყირგიზეთთან მოაწერა ხელი კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ , რომელიც გაგნლაგდდება ქვეყნის სამხრეთით უზბეკეთის საზღვართან.

რუსეთს გააჩნია კიდევ ერთი ბაზა ბიშკეკის მახლობლად, ხოლო აშშ-ს კი სამხედრო საჰაერო ბაზა , რომელსაც ავღანეთში ომის წარმოებისთვის იყენებს. ბოლო ხანებში უზბეკეთის ურთიერთობა რუსეთთან დაიძაბა , რასაც აშშ-თან ამ უკანასკნელის თანამშრომლობას უკავშირებენ.


XS
SM
MD
LG