ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთი ზრდის ჯარის მზადყოფნას


რუსეთის განცხადებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ის ზრდის რუსსეთის ჯარის მზადყოფნას. ამ ზომებს რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით საქართველოს მხრიდან პროვაკაციული ქმედებებს უკავშირებენ , რომელიც მათი თქმით სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ტერიტორიასა და საქართვლოს საზღვართან ხორციელდება .

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი რუსეთ- საქართველოს სამხედრო დაძაბულობას ძალზედ შემაშფოტებელს უწოდებს. როგორც ანდრეი ნესტერენკო აცხადებს, პროვოკაციები არ წყდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ორივე მხარე ადანაშაულებს ერთმანეთს რეგიონში მდგომარეობის დაძაბვაში.

თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არის გაუთავებელი წნეხი რუსეთის სამხედრო ნაწილებისგან სეპარატისტულ რეგიონში და ამასთან მიმდინარეობს სამხედრო მანევრები ამ რეგიონში.

XS
SM
MD
LG