თეირანში გამართული ცერემონიისას, ირანის პრეზიდენტის პოსტზე ქვეყნის სულიერმა ლიდერმა მაჰმუდ აჰმადინეჟადს დაუჭირა მხარი.
ირანის ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ცერემონიას, განაცხადა რა,
რომ აჰმადინეჟადის არჩევა გაყალბებულია. 5 აგვისტოს ირანის პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტის წინაშე დადებს ფიცს.
ამის შემდეგ, აჰმადინეჟადს ორი კვირა აქვს ახალი კაბინეტის წევრების დასახელებისთვის. ირანის უშიშროების ძალებმა 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასობით აქივისტი, პოლიტიკოსი და მოპროტესტე დააკვა. გასულ შაბათს დაიწყო ამ ადამიანების მასობრივი სასამართლო პროცესი. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ, რომელიც ახლა ერთერთ ყველაზე დიდ რეფორმატორულ პარტიას ხელმძღვანელობს ირანში, განაცხადა, რომ მასობრივი სასამართლოო პროცესი არაკონსტიტუციურია.