ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასამდე ოპოზიციის აქტივისტი ირანის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა


ასამდე ოპოზიციის აქტივისტი ირანის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.

ირანის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან რომ ეჭვმიტანილთა ერთ ნაწილს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში ედება ბრალი.

თეირანში გამართულ სასამართლო სხდომაზე ზოგიერთმა ბრალდებულმა კვლავ გაიმეორა რომ ივნისის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.

მიუხედავად ამისა ირანის ყოფილმა რეფორმატორმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ ალი აბთაჰიმ განაცხადა რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახალმა არჩევამ ირანის პრეზიდენტის პოსტზე დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ირანის უშიშროების ძალებმა ოპოზიციის ათასობით აქტივისტი დააპატიმრეს, რომელთა შორის პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

XS
SM
MD
LG