ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა გახსნება


რუსეთი და ყირგიზეთი შეთანხმდნენ რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზის გახსნაზე ამ ქვეყანაში. ამ შეთანხმების მიხედვით რუსეთის სამხედრო ნაწილებს კიდევ 49 წლის განმავლობაში ექნებათ ყირგიზეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და მისმა ყირგიზმა კოლეგამ ყუმანბეკ ბაკიევმა შეთანხმებას ისიკ ყულის ტბაზე გამართული შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის 7 რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რუსეთი შუა აზიაში თავის გავლენის გაფართოებას ცდილობს, ამ მიზნით მოსკოვმა ყირგიზეთის მთავრობას 2 მილიარდი დოლარი გამოუყო რის შემდეგ ყირგიზეთმა მანასში მდებარე ამერიკული ავიაბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ყირგიზებმა მალე გადაიფიქრეს, როდესაც ამერიკელები ბაზის არენდის გადასახადის სამჯერ გაზრდაზე დაიყაბულეს.
XS
SM
MD
LG