ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვმა შესაძლოა სამხედრო ძალა გამოიყენოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაცავად


რუსეთის ხელისუფლების განცხადებით მოსკოვმა შესაძლოა სამხედრო ძალა გამოიყენოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაცავად თუ საქართველო გააგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს.

რუსეთის თავდაცვისსამინისტრომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა რაც სეპარატისტებმა საქართველო მათი სადამკვირვებლო საგუშაგოს ნაღმტყორცნებიდან დაბომბვაში დაადანაშაულეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს რომ წინა დღით სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე მდებარე ქართული საგუშაგო ოსურმა ბანდფორმირებებმა დაბომბეს.

XS
SM
MD
LG