ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კონგრესში გაიმართა ორი მოსმენა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე



ამერიკის კონგრესში გამართული ბოლო ორი საკომიტეტო მოსმენისას-ამერიკელმა დიპლომატებმა, თავდაცვისა და სამხედრო სფეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვასთან მიმართებაში.


დღეს მრავლად არის კითხვები იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით ვითარდება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები.

ორმხრივი კონტაქტების საკითხები ფართე სპექტრს მოიცავს, მათ შორის იარაღის კონტროლს, სარაკეტო თავდაცვით სისტემას, ბირთვულ გაუვრცელებლობასა და ირანის ატომურ პროგრამას. ასევე, თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ.

თუმცა არანაკლებ ყურადღებას, ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, ამერიკელები რუსეთში არსებულ ადამიანის უფლებებისა და პრესის მდგომარეობას ანიჭებენ.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის წარმომადგენლები მოსმენების დროს გაკეთებულ განცხადებებში საგრძნობ პროგრესს აფიქსირებდნენ არემიკა რუსეთის ურთიერთოებბში და კონკრეტულად კი მოსკოვის სამიტის შემდეგ ივლისში, ამბობდნენ რა, რომ სამხედრო სფეროში ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობები ნორმალიზდება.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ასისტენტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრე ვერშბოუმ აღნიშნა, რა რომ ივლისის სამიტი ბევრად უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ:

“მნიშვნელოვანი იყო იმ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ამერიკელი სამხედროებისა და საბრძოლო მასალის რუსეთის ტერიტორიაზე გავლას ითვალისწინებს, ასევე ყოველწლიურად 4, 500 სამხედრო რეისისა და შეუზღუდავი რაოდენობის კომერციული რეისების განხორცირლებას, რაც არამარტო მარშრუტების დივერსიფიკაციას მოახდენს არამედ საწვავის ხარჯებსა და ტრანზიტის დროს შეამცირებს.”-თქვა ვერშბოუმ. მან ასევე აღნიშნა ორმხრივი ურთიერთგაგება თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ბირთვული გაუვრცელებლობის კუთხით და რუსეთის მიერ იმის ცნობა, რომ ავღანეთში დემოკრატიის მისაღწევად მასაც მიუძღვით პასუხისმგებლობა.

კონგრესის ორივე კომიტეტში გამართული მოსმენებისას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, სრული სამხედრო კონტაქტის არსებობა, არ მოხდება საკვანძო პრინციპების დათმობის ხარჯზე.

ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის სტრატეგიული დაგეგმარებისა და პოლიტიკის ოფისის დირექტორმა ვიცე ადმირალმა ჯეიმს ვინიფელდმა განაცხადა:

“რუსეთთან ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებას არ ექნება ადგილი ნატოს პარტნიორებთან მიმდინარე კონტაქტების შეწყვეტის ხარჯზე. იმედს გამოვთქვამ, რომ რუსებთან ჩვენი საერთო ინტერესების სფეროში განხორციელებული თანამშრომლობით ეს დამოკიდებულება მათთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება.”

აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის სახითხებში ფილიპ გორდონმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ძალისხმევის პარალელურად -ურთიერთობები გადატვირთoს რუსეთთან, ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ურთიერთობების ტონალობისა და კეთილგანწყობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ამავე დროს გორდონმა აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობებში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სავარაუდოდ გაგრძელდება უთანხმოება საქართველოსა და ნატოს გაფართოების საკითხებში.

ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტ უალანდერმა საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა სხვადასხვა საკითხის ირგვლივ, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი დაინტერესებულია ნატოსტან ურთიერთობებით.

კონგრესმენმა რობერტ ვექსლერმა, რომელიც ევროპის საკითხების ქვეკომიტეტს ხელმძღვანლეობს წარმომადგენელთა პალატაში, ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რუსების მიერ დაკავებულ პოზიციებზე საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების შეშფოთებაზე რუსებთან არსებული ურთიერთობების გამო.

კონგრესმენმა განაცხადა, რომ პრობლემების ეს ჩამონათვალი არ იძლევა ოპტიმიზმის საბაბს რუსეთ ამერიკის ურთიერთობებში.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დანა როჰრბახერმა კი აღნიშნა, რომ ამერიკამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ნეგატიური იქნება.

XS
SM
MD
LG