ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია ნატოს წინაშე მდგარი გამოწვევები?  ალიანსი ახალი მეთაურის მოლოდინშია


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი, ხუთ წელზე მეტი მოღვაწეობის შემდეგ ამ პოსტზე, ტოვებს თანამდებობას. იგი აცხადებს, რომ მისი მემკვიდრე-დანიის ყოფილი პრემიერ მიონისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩაიბარებს ალიანსს, რომელმაც ადაპტაია უნდა მოახდინოს რათა 21 საუკუნეში მნიშვნელობა შეინარჩუნოს.

ნატოს ამჟამად ავღანეთში, 60 ათასი ჯარისკაცი ჰყავს დისლოციებული ალიანსის წევრი 15 ქვეყნიდან. ავღანეთი სავარაუდოდ ნატოს ყველაზე დიდი გამოწვევაა. იაპ დე ჰოპ სხვეფერი აცხადებს, რომ ალიანსი ავღანეთში უნდა დარჩეს და დაწყებული ბრძოლა გააგრძელოს.

"ავღანეთიდან ჩვენი გასვლის შემთხვევაში ქვეყანას თალიბები დაეპატრონებიან, რასაც გამანადგურებელი შედეგი მოჰყვება ავღანელი ხალხისთვის-განსაკუთრებით კი ქალებისთვის. შედეგები იქნება პაკისტნაშიც და შესატყვისი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზეც."

ოპონენტები აცხადებენ, რომ ნატოს საქმიანობა ავღანეთში ააშკარავებს ალიანსის შიგნით არსებულ სისუსტეებს-ეს არის არასაკმარისი პოლიტიკური ნება მის წევრებს შორის, ცუდი ტექნიკური კოორდინაცია და სარდლობის არათანმიმდევრული დამოკიდებულება.

ამასთან, ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ ნატოს წინაშე მდგარი გამოწვევები ავღანეთში მარტო სამხედრო ხასიათის როდია-არამედ დიპლომატიური და პრაქტიკული და რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ომით დანგრეული ქვეყანა ხელახლა უნდა აღდგეს.

"წარმატება ავღანეთში გულისხმობს სამოქალაქო რეკონსტრუქციას, იმას, რისი გაკეთება ნატოს დამოუკიდებლად არ შეუძლია. თუ ის მხარეები რომლებსაც ამ მიზნის მიღწევა შეუძლიათ, პროცესებში არ ჩაებმებიან, მხოლოდ ნატო ვერაფერს გახდება. უხეშად რომ ვთქვათ, ნატოს წარმატება დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, რომლებიც ალიანსის კონტროლის მიღმა ძევს ."- ამბობს იაპ დე ჰოპ სხეფერი.

"მე მოუთმენლად ველი იმ საქმის გაგრძელებას, რომელსაც 21ე საუკუნის გამოწვევების შესაბამისად ალიანსის ტრანსფორმაციის მიზნით ბატონი სხეფერი უძღვებოდა," აცხადებს ბატონი რასმუსენი.

ახალი გამოწვევები, ექსპერტების აზრით, ნიშნავს იმას, რომ ალიანსმა ხელახლა უნდა განსაზღვროს თავისი როლი. ერთერთი ასეთი ექსპერტია ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი ალისტერ კამერონი:

"ვფიქრობ, რომ ალიანსს დასჭირდება ახალი როლის განსაზღვრა იმ სფეროებში, სადაც მანამდე მას არ ქონია პასუხისმგებლობა- როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება, კიბერ თავდაცვა და ასე შემდეგ. "

ნატოს სამომავლო გაფართოებას რაც შეეხება: ალიანსში ამჟამად 28 წევრია გაერთიანებული. საქართველოსა და უკრაინას ასევე სურთ წევრობა. საქართველოს ამ მისწრაფებაში ამერიკა უჭერს მხარს.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი:

"ამერიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ნატოს წევრობამდე მისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად."

ბატონი რასმუსენი თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას, აუცილებლად დაუპირისპირდება რუსეთთან ურთიერთობის პრობლემას. ასევე, ერთერთი პირველი, რისი გაკეთებაც მას მოუწევს არის ნატოს სტრატეგიული კონცეფციის შექმნა, რაც ალიანსის მისიას აყალიბებს. ზოგი ქვეყანა ფიქრობს, რომ კონცეპციის მეხუთე მუხლი-იქ სადაც ლაპარაკია თავდაცვაზე, ალიანსის მოქმედების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი უნდა უნდა გახდეს. მაგრამ ამას ყველა როდი ეთანხმება.

და ბოლოს, ალიანსის წევრები თანსმდებიან, რომ მთავარ გამოწვევად ავღანეთში არსებული მდგომარეობა რჩება და რომ კონფლიქტის შედეგები ნატოს მომავალზე იქონიებს გავლენას, ასევე იმაზე, თუ მომავალში როგორ განვითარდება მსოფლიოს უძველესი ალიანსი.

XS
SM
MD
LG