ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი გაეროს სამშვიდობო ძალებს მეტი ეფექტურობისკენ უბიძგებს


აშშ-ის ელჩი გაეროში სუზან რაისი აცხადებს, რომ გაეროს სამშვიდობო ძალები საჭიროებს უფრო მეტ მხარდაჭერასა და ზედამხედველობას. ელჩმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს განუცხადა, რომ სამშვიდობო ძალები იცავენ არამარტო აშშ-ს არამედ სხვა სახელმწიფოებსაც. რაისი მოუწოდებს კონგრესს, რათა ამ უკანასკნელმა მხარი დაუჭიროს მშვიდობისმყოფელებს მიუხედავად მისი ზოგიერთი წევრის სკანდალურ სიტუაციაში გახვევისა.

კონგოში მიმდინარე სამოქალაქო ომიდან დაწყებული , დამთავრებული ჰაიტის დაპირისპირებით, გაეროს სამსვიდობო ძალები ყველგან მონაწილეობენ იმ მოსახლეობის დაცვაში, რომლების მოექცნენ კონფლიქტის ზონაში . ისინი ამ რეგიონებში მშვიდობის დამყარებას ემსახურებიან.

ეს ძალები გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება, და ამ ორგანიზაციის დაქვემდებარებაში იმყოფებიან.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ჰოვარდ ბერმანის განცხადებით, გაეროს სამსვიდობო ძალები არაეფექტურია.

კონგოს, დარფურსა და ბოსნიაშანი მსვიდობისმყოფელები ვერ ახერხებენ ისეთ პრობლემასთან გამკლავებას როგორიცაა გაუპატიურება, გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლაშიც კი ისინი არაეფექტურები არიან .

აშშ-ის ელჩის გაეროში სუზან რაისის განცხადებით, სამშვიდობეოების ძალისხმევა მატულობს. რაც აძლიერებს ამ ორგანიზაციას, ბოლო 6 წლის განმავლობაში ამ ძალებში გაწევრიანებულთა რიცხვმა 3ჯერ მოიმატა. დაახლოებით 93 ათასი მშვიდობისმყოფელი არის დისლოცირებული 15-მდე კონფლიქტის ზონაში. ელჩის განცხადებით აფრიკაში მათი მისია ყველაზე რთულია.

-გაეროს ოფიციალური პირები იყვენენ პირველები რომელთაც გააცნობიერეს, რომ არსებობს სირთულეები დამატებითი სამშვიდოებოების გამონახვის და კონფლიქტიის ზონებში საჭირო რაოდენობის პერსონალის გადასროლის საქმეში, ამასთან ერთად აუციელებლია მაღალი დონის შენარჩუნება და ცვლილებების გატარება.

სუდანსა და კონგოში გაეროს ძალების ხელმძღვანელები კვლავ ელოდებიან 6000-მდე ახალ კადრს.

კონგრესმენი ქალბატონის ლეანა როს ლიჰტინენის შეშფოთება დაკავშირებულია გაეროს ზოგირთი წარმომადგენლის მიერ ისეთ სკანდალურ სიტუაციებში გახვევა როგორიცა ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება.

-ოპერაციების ჩავარდნა და ყოვლადდაუშვებელი ქმედებები , რომელიც გაეროს სამშვიდობოებს ჩირქს სცხებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად ამ ძალების უნარიანობას.

გაეროში ამერიკის ელჩის რაისის განცხადებით, ჩამოყალიბდა გაეროს საგამომძიებლი გუნდი, რომელიც სუდანსა და კონგოში და წაყენებულ ბრალდებებს განიხილავს, შესაბამისად ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში სამშვიდობო ძალების ეს წარმომადგლენლები გათავისუფლებულები იქნებიან თანამდებობიდან.ცდ

- მაშინ როდესაც კანონდარღვევები არსებობს სამშვიდობოების მხრიდან, ჩნდება პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობადა და ამიტომაც ჩვენ მხარს უჭერთ გაეროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. არსებული სირთულეების გადალახვის პროცესის ფონზე რაისმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო ძალების მნიშვნელობაზე აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. 2009 წელს აშშ-მა 2 მილიარდ ორასიათასი მილიონი დოლარი გამოჰყო გაეროს სამშვიდობოებისთვის. ეს თითქმის იმ თანხის მეოთხედია რომელიც არსებობს გაეროს პოლიციისა და სამხედროების ფონდისთვის. ელჩი სუზან რაისი ცდილობს გაზარდოს და გააუმჯობესოს სამშვიდობო ძალების ეფექტურობა და ამასთან დააჩქაროს მათი დისლოცირების პროცესი . ყველაფერ ამასთან ერთად იგი მოუწოდებს გაეროს გამოინახოს უკეთესი გზები რათა დაცულ იქნენ ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანები.

XS
SM
MD
LG