ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიის რადიკალური ინიგერიის რადიკალური ისლამური დაჯგუფების ლიდერი მოკლეს


ადამიანის უფლებათა დამცავები შეშფოთებას გამოხატავენ ნიგერიის რადიკალური ისლამური დაჯგუფების ლიდერის დაღუპვის გამო, რომელიც პოლიციაში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლების განცხადებით ქვეყნის ჩრდილეოთში მდებარე ქალაქ მაიდუგურში ბოკო ჰარამის დაჯგუფების ლიდერი მუჰამედ იუსუფი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.მისი დაღუპვის დეტალებია არა არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთი ინფორმაციით ის გაქცევის მცდელობისას გამოასალმეს სიცოცხლეს.ადამიანის უფლებათა დამცავმა ორგანიზაციამ ჰუმან რაითს ვოჩმა იუსუფის სიკვდილის მიზეზების გამოძიება მოითხოვა. ნიგერიის ხელისუფლება ბოკო ჰარამის ორგანიზაციას ამბოხების მოწყობაში ადანაშაულებს, მას შემდეგ რაც პოლიციამ დააპატიმრა ამ ორგანიზაციის ლიდერები. პოლიციის განყოფილებებსა და სამთავრობო დაწესებულებებზე მოწყობილი თვადსხმების დროს რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG