ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2009 წელს ავღანეთში 1000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს


გაეროს მონაცემებით მშვიდობიანი მოსახლების მსხვერპლი 25%-ით გაიზარდა ავღანეთში გასულ წელთან შედარებით. 2009 წელს ავღანეთში 1000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. გაეროს განცხადებისც თანახმად დაღუპულთა 60%-ი თალიბი შახიდების ტერაქტებმა და გზისპირას დამონტაჟებული ბომბების აფეთქებამ იმსხვერპლა. მშვიდობიანო მოსახლეობის დაღუპვაში ავღანეთის მთავრობას და საერთაშორისო ძალებსაც მიუძღვით ბრალი, რომლებიც ხშირად განურჩევლად აწარმოებენ საჰაერო დაბომბვებს ავღანეთის ტერიტორიაზე. გაეროს მოხსენების თანახმად პარტიზანები აქტიურად მოქმედებენ ხალხმრავალ ადგილებში სადაც უფრო ადვილია შენიღბვა და მშვიდობიან მოსახლეობაში გარევა. გაეროს განცხადებით უახლოესი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი მსხვერპლია მოსალოდნელი, რადგან ავღანეთში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.


XS
SM
MD
LG