ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: სროლის ხმა კონფლიქტის ზონაში


ინტენსიური ცეცხლი ხორციელდებოდა ერთი საათის განმავლობაში, ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ტყვიამფრქვევიდან და ნაღმტყორცნებიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სცადა უკანასკნელი მოლაპარაკებების შედეგად შექმნილი ''ცხელი ხაზით'' რუსულ მხარესთან დაკავშირება, თუმცა რუსმა სამხედროებმა კონტაქტს თავი აარიდეს".

თუმცა, სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ცეცხლი ქართულმა მხარემ სოფელ ნიქოზიდან გახსნა.

"ორი აფეთქება მოხდა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში. წინასწარი ინფორმაციით, ორჯერ ისროლეს ნაღმტყორცნიდან საცხოვრებელი სახლების მიმართულებით," - იტყობინება რეგიონის მთავრობის ვებგვერდი.

თავად ნოქოზელები და პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლში, ზურა ჩინჩილაკაშვილი აცხადებენ, რომ ცეცხლი ცხინვალის მხრიდან გაიხსნა.

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რათა მსოფლიოს დაანახონ, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა და დააფრთხონ ინვესტორები.

სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამგვარ პროვოკაციებს შორს მიმავალი მიზნები აქვს და ერთ-ერთი ასეთი მიზანი, თუკი მოახერხებენ, აგრესიის მეორე ტალღის განხორციელებაა.

მისივე თქმით, საქართველოს არა აქვს ილუზია, რომ აგრესორი ამ პროვოკაციებს შეწყვეტს.

ამ ფონზე, ბარამიძის ინფორმაციით, საქართველო სთხოვს ევროკავშირს, გააძლიეროს თავისი მისია საქართველოში და საბოლოოდ გადაიქცეს საპოლიციო ან სამშვიდობო მისიად.

კომენტარს აღნიშნულ ფაქტზე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც აკეთებენ. პაატა დავითაია და ლაშა თორდია.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში სელესტ უალანდერმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპულ საკითხთა ქვეკომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ არის მზად იმ ტიპის შეიარაღების შესაძენად, რომელზეც პრეზიდენტი სააკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბიდენის თბილისში ვიზიტამდე საუბრობდა. ასევე განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ სამომავლოდ ეს საკითხი დღის წესრიგში არ გაჩნდება.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მას სთხოვეს კომენტარი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჭასჰინგტონ Pოსტ-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც იგი სთხოვს აშშ-ს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება მიაწოდოს, კერძოდ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

XS
SM
MD
LG