ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში პოლიციამ არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მანიფესტაციების ათობით მონაწილე დააკავა



დღეს, პოლიციამ დემონსტრანტებს ბიშკეკში გადაადგილებისას შეუშალა ხელი.

სამართალდამცველებმა დაშალეს დედაქალაქის მისასვლელებთან შეკრებილი აქტივისტებიც.

ყირგიზეთის ოპოზიცია მთავრობას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

არჩევნებში ყურმანბეკ ბაკიევმა, ოფიციალური ინფორმაციით ხმების 76 პროცენტი მოიპოვა.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბაკიევის მთავარმა მეტოქემ-ოპოზიციონერმა ალმაზბეკ ატამბაიევმა, 8 მთელი 4 მეათედი პროცენტით ნაკლები ხმები მიიღო.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არჩევნები დარღვევებით გამოირჩეოდა, რამაც ბაკიევის გამარჯვება უზრუნველყო.

ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისმა მონიტორებმა მრავალჯერადი ხმის მიცემა და დარღვევების სხვა ფაქტებიც დააფიქსირეს.

მათ დაასკვნეს, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG