ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მართლმსაჯულების წარმომადგენელი:   დაკავებულებს დღეს გაანთავისუფლებენ



საიდ ჰაჯარიანს ირანის უმაღლესი მოსამართლის მაჰმუდ ჰაშემი შაროუდის განკარგულების შესაბამისად გაანთავისუფლებენ. სამშაბათს ირანის ხელისუფლებამ უკვე გაანთავისუფლა არეულობის დროს დაკავებული ოპოზიციის 140 აქტივისტი. კიდევ 150 ადამიანი, რომლებსაც უფრო სერიოზულ დანაშაულში ედებათ ბრალი ჯერ კიდევ სატუსაღოში იმყოფებიან.

ირანის მედია იუწყება რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე 20 პიროვნებას სხვადასხვა იარაღის და ხელყუმბარების გამოყენებაში ედებათ ბრალი. ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქტივისტებთან ერთად რამდენიმე ჟურნალისტიც დააკავეს. ოპოზიცია არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობს, თუმცა ირანის ხელისუფლება მიიჩნევს რომ მაჰმუდ აჰამადინეჟადმა გამარჯვება სამართლიან ბრძოლაში მოიპოვა.
XS
SM
MD
LG