ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფერვეზ მუშარაფი სასამართლოში არ გამოცხადდა


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი არ გამოცხადდა უმაღლეს სასამართლოში, რომელსაც მის მიერ 2007 წელს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზები უნდა გამოეკვლია.

პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ ფერვეზ მუშარაფი ისლამაბადში დაიბარა, მაგრამ ამ უკნასკნელმა თავი აარიდა მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას.

პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა 2007 წელს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები სამსახურიდან დაითხოვა, მათ შორის იყო იფტიხარ ჩაუდრი რომელიც ამჟამად ასრულებს ქვეყნის უმაღლესი მოსამართლის მოვალეობას.

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი გასული წლის აგვისტოში გადადგა თანამდებობიდან.

XS
SM
MD
LG