ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავაის ოფიციალური პირები ადასტურებენ პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაბადების მოწმობის ლეგიტიმურობას და მის დაბადების ადგილად აშშ-ს ამ შტატს ასახელებენ



შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ჩიუმე ფუკინომ ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ადასტურებს, რომ მან პირადად ნახა ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც ბატონი ობამა დაიბადა ჰავაიში 1961 წელს, რაც მას ბუნებრივად ხდის აშშ-ს მოქალაქეს.

ბატონი ობამას ოპონენტების ხმაურიანი ჯგუფი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისი მოქალაქეობის საკითხს საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების დღიდან.

აშშ-ს კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ აშშ-ში დაბადებულ ადამიანს შეუძლია გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი.

ბატონი ობამა, რომელსაც მომავალ კვირას 48 წელი უსრულდება, დაიბადა ამერიკელი დედისა და კენიელი მამის ოჯახში.

ორშაბათს თეთრი სახლის სპიკერმა რობერტ გიბსმა ამ კრიტიკას უწოდა „გამოგონებული სისულელე“ და აღნიშნა, რომ კამპანიის მსვლელობის დროს ბატონი ობამას დაბადების მოწმობა ინტერნეტზე იყო განთავსებული.

მიუხედავად ამისა, ოპონენტები ბატონი ობამას დაბადების მოწმობის ინტერნეტზე განთავსების შემდეგაც განაგრძობდნენ მის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

მათ რამდენიმე საჩივარი შეიტანეს სასამართლოში პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა მათგანი წააგეს.

მიუხედავად ამისა, ეს საკითხი კვლავ განიხილება მათ მიერ ვებგვერდებსა თუ კონსერვატორების თოკ შოუებზე.
XS
SM
MD
LG