ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხამენეიმ ბრძანება გასცა იმ ციხის დაკეტვის შესახებ რომელშიც სავარაუდოდ რამოდენემე პოლიტიკური პატიმარი  იმყოფება


ოფიციალური პირების განცხადებით ციხის დაკეტვის მიზეზი მასში შესაბამისი პირობების არქონაა, რომელიც საჭიროა პატიმრების უფლებების დასაცავად.

ამ დროისათვის არა არის ინფორმაცია თუ რამდენი პატიმარი იმყოფება თეირანის კაჰრიზაკის ციხეში, ან ისინი საპროტესტო აქციების შემდეგ იმყოფებიან ამ ციხეში თუ არა. აგრეთვე არც ისაა ცნობილი დაკეტვის შემთხვევაში სად გადაიყვანენ მათ.

ირანის სპეციალური საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც შეისწავლის არჩევნების შემდგომ პროტესტების დროს დაკავებულთა საქმეებს, თეირანის ევინის ციხეს მოინახულებს. ირანის სასამრთლოს თავმჯდომარემ მოუწოდა ოფიციალურ პირებს ერთი კვირის განმავლობაში დაადგინონ საჭიროა თუ არა პატიმრების გაჩერება ციხეში, თუ ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

სასამრთლოს წარმომადგენელის განცხადებით 300 მომიტინგე პატიმრობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG