ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: ახალი დირექტორი საზოგადოებრივ მაუწყებელზე კანდიდატი – ეროსი კიწმარიშვილი



რამდენიმე ხნის წინ საკუთარი თანამდებობა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა. დღევანდელი მოცემულობით საზოგადოებრივი არხის სამეთვაყურეო საბჭოში მხოლოდ 5 წევრია დარჩენილი. 2 წლის წინ პოლიტიკური პარიტეტით დაკომპლექტებული საბჭო, ე.წ. ოპოზიციის კვოტებმა დატოვეს და საბჭოში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კადრები დარჩნენ. საინტერესოა,რომ ახალი დირექტორი ნაჩქარევი წესით უნდა დაინიშნოს. ჯერ დირექტორს აირჩევს საბჭოში დარჩენილი 5 წევრი და შემდეგ დაკომპლექტდება ბორდი და დარჩენილი 4 წევრი აირჩევა. ეს ვარიანტი აჩენს ეჭვს, რომ ახალი დირექტორი უფრო დანიშნული იქნება, ვიდრე არჩეული. რაც შეეხება დირექტორს, ცნობილი გახდა, რომ კონკურსში მონაწილოების მიღებას აპირებს აქამდე გენერალური პროდიუსერის თანამდებობაზე მყოფი გია ჭანტურია და აგრეთვე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დამფუძნებელი და მმართველი ეროსი კიწმარიშვილი. კიწმარიშვილი თვლის, რომ საზოგადოებრივი არხის რეორგანიზაცია რეპრეზენტაციას ყველაზე საუკეთესოდ შეძლებს. ეროსი კიწმარიშვილი:–მედიაში პროცესების უკეთესობისაკენ შემოტრიალება ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. მდგომარეობა რომელიც დავტოვე, ის ძალიან განსხვავდება დღევანდელი მდგომარეობისგან. მე ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ თუკი სააკაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიის მესამე ტალღა დაიწყო, შესაძლებელია ეს საინტერესო გამოწვევა იყოს, ჩემთვისაც და მისთვისაც. მე მხოლოდ ჩემს თანამდებობაზე მისვლის მიზანს არ ვაყენებ, ეს არის იმ ძირითადი ჯგუფის მედიაში დაბრუნების მცდელობა, რომელსაც აქვს გამოცდილება და ცოდნა ტელევიზიის კეთებისა. ბუნებრივია, მე როგორც ამ სფეროში ერთერთ ყველაზე გამოცდილ ადამიანს მაქვს შანსი ვიბრძოლო ამ თანამდებობისათვის.-ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების შეტანის ვადა 3 აგვისტოს იწურება, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო 10 აგვისტოს ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს.

XS
SM
MD
LG