შაბათს ერაყის ქურთისტანის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მივიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაყალბების შესახებ საუბრობენ.
ბაღდადში, არჩევნების შედეგების დათვლა ჯერ არ დამთავრებულა. ოფიციალურ მონაცემებს დღეს მოგვიანებით ელოდებიან. თუმცა ქურთისტანის რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის დირექტორმა უკვე გააკეთა გაფრთხილება, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა შესაძლოა ოფიციალური შედეგების გამოცხადება რამდენიმე კვირით შეაფერხოს.
ბაღდადსა და ნავთობით მდიდარ ქურთისტანის რეგიონს შორის არსებულ დაპირისპირებას კანდიდატები განსხვავებულად აღიქვამენ. ერთნი თვლიან რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ზოგიერთები კი კომპრომისს სკეპტიკურად უყურებენ.
ქურთისტანის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცეი მშვიდ ატმოსფეროში, სამართლიანად ჩატარდა და არჩევნებს ასობით დამკვირვებელი ადევნდებდა თვალს.
არჩევნებში სავარაუდოდ ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას, ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტის მასუდ ბარზანის დემოკრატიული პარტია და ერაყის პრეზიდენტის ჯალალ ტალაბანის ქურთისტანის პატრიოტული კავშირი- მოიპოვებენ.