ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა საქართველოში მყოფ მონიტორებს ერთი წლით გაუგრძელა მანდატი


ბრიუსელში შეხვედრისას, ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც დააფიქსირეს თავიანთი შეშფოთება, რომ რუსეთი განაგრძობს სხვა სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის დაბლოკვას საქართველოში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში მხარეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ შარშან ცხეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში დაფიქსირებულ ვალდებულებებს.

მათ ხაზგასმით მოითხოვეს რომ ევროკავშირის მონიტორებს შეუფერხებლად მიეცეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლისა და გადაადგილების უფლება და რომ მხარეებმა საომარ მოქმედებებამდე დაკავებულ პოზიციებზე უნდა დაიხიონ.
XS
SM
MD
LG