ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთმა  ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავი ჩაუშვა


ინდოეთმა დღეს თავისი პირველი ბირთვული შეიარაღების მქონე წყალქვეშა ნავი ჩაუშვა.

6000 ტონიანი წყალქვეშა ნავს სახელად არიანთი ანუ მტერთა გამანადგურებელი, ბალისტიკური რაკეტების გაშვების უნარი გააჩნია და ბორტზე 100-მდე მეზღვაურს მოიცავს.

ეს არის პირველი წყალქვეშა ნავი იმ ხუთთაგან რომელსაც ინდოეთის სახელმწიფო გეგმის თანახმად ააშენებს.

პრემიერ მინისტრი მანმუჰანგ სინგჰი წყალქვეშა ნავის ჩაშვების ცერემონიას დაესწრო.

მისი განცხადებით ინდოეთს არ გააჩნია არანაირი აგრესიული ზრახვები და არ აპირებს ვინმეს დაშინებას. მაგრამ ეს აუცილებელია ინდოეთის უსაფრთხოებისთვის.

ინდოეთი შეუერთდა იმ ხუთ ქვეყანას რომელთაც მსგავსი წყალქვეშა ნავები გააჩნიათ. ეს ქვეყნებია: აშშ-ი, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი.

XS
SM
MD
LG