ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქურთისტანის არჩევნების შედეგები 2-3 დღეში იქნება ცნობილი


ერაყის ქურთისტანში არჩევნების ჩატარების შემდეგ ხმების დათვლის პროცედურა ბაღდადში მიმდინარეობს. არჩევნების შდეგები ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ეს პროცედურა შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით არჩევნებში ელქტორატის დაახლოებით 78%-მა მიიღო მონაწილეობა. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი დიდი ხნის მანძილზე დაპირისპირებული იყო ბაღდადთან ამ მიწაზე არსებული ნავთობის საბადოების გამო.

ქურთისტანის პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ ხმის მიცემის დროს განაცხადა რომ არასოდეს არ წავა კომპრომისზე კირკუკთან დაკავშირებით. ამ რეგიონის პრემიერ-მინისტრმა ნეჩირვან ბარზანიმ თავის მხრივ აღნიშნა რომ სადაო საკირხები ბაღდადთან მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.

XS
SM
MD
LG