ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურას თავს დაესხნენ


ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ დასახელებული ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და ამჟამინდელი კანდიდატი ამავე პოსტზე მოჰამედ ქასიმ ფაჰიმი დღეს კუნდუზის პროვინციაში გადაადგილდებოდა , როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მის ავტოკოლონას.

თავდასხმის დროს ფაჰიმი არ დაშავებულა.

აგვისტოში დაგეგმილ არჩევნებში ფაჰიმი და მაჟამინდელი ვიცე პრეზიდენტი კარიმ ჰალილი პრეზიდენტ კარზაის საარჩევნო კამპანიის გუნდში არიან .

ამასთან ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავღანელმა და კოალიციურმა ძალებმა 16 თალიბი მეომარი მოჰკლეს ნურისტანის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG