ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსავი და მისი მხარდამჭერები თეირანში დაღუპულთა ორმოცის აღნიშვნას მოითხოვენ


ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატებმა მირ ჰუსეინ მუსავიმ და მეჰდი კაროუბიმ არჩევნების ჩატარების შემდეგ მომხდარი არეულობის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ სამგლოვიარო ცერემონიის გამართვა მოითხოვეს.

ირანის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გაგაზავნილ წერილში ისინი თეირანში დაღუპულთა ორმოცის აღნიშვნას მოითხოვენ. წერილში ნათქვამია რომ ცერემინია ოფიციალური სიტყვების გარეშე ჩაივლის.

ირანის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობებში სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია ამტკიცებს რომ არჩევნები გაყალბებული იყო, თუმცა ირანის რევოლუციის გაუშაგთა საბჭომ დაადასტურა არჩევნებში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰამდინეჟადის გამარჯვება.

XS
SM
MD
LG