ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ხელისუფლებამ რადიკალი მუსლიმანი სასულიერო მოღვაწე დააპატიმრა


პაკისტანის ხელისუფლებამ რადიკალი მუსლიმანი სასულიერო მოღვაწე დააპატიმრა რომელიც თავის დროზე ხელისუფლებასა და თალიბებს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებაში მონაწილეობდა.

რეგიონის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით პოლიციამ მაულანა სუფი მუჰამედი დღეს ფეშავარში დააკავა. პაკისტანის ხელისუფლება ამ პიროვნებას ძალოდობის წახალისებაში ადანაშაულებს.

მისი შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით სვატის ველზე თალიბთა განიარაღება უნდა მომხდარიყო ამ რაიონში შარიათის კანონების შემოღების სანაცვლოდ. ზავი აპრილში დაირღვა, როდესაც თალიბთა შეიარაღებული რაზმები პაკისტანის დედაქალაქს 100 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ.

ამის შემდეგ პაკისტანის არმია შეტევაზე გადავიდა, რასაც გააფთრებული ბრძოლები მოჰყვა, რომლის დროსაც 2,5 მილონმა ადამიანმა დატოვა თავისი კარმიდამო.

XS
SM
MD
LG