ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერი ნური ალ მალიქი ვაშინგტონში იმყოფება


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი მზად არის განიხილოს 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ერაყში ამერიკის ჯარების დარჩენის საკითხი, მიუხედავად იმისა რომ ორივე ქვეყანას ხელმოწერილი აქვს შეთანხმება რომლის მიხედვით ერაყი ამერიკელ ჯარისკაცებმა ზუსტად ამ ვადაში უნდა დატოვონ.

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ერაყის პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს თუ ერაყის ჯარების გაწვრთნა დამატებით დროს მოითხოვს.

ერაყის ლიდერი არაბულ ენაზე საუბრობდა როდესაც განაცხადა რომ ჯარების გაყვანა ერაყიდან ამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ნური ალ-მალიქი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბარაქ ობამას, რომელსაც ერაყიდან ჯარების გამოყვანის შესახებ არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება.

დღეს ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰილარი კლინტონს და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება.
XS
SM
MD
LG