ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმას იცავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმას იცავს. სატელევიზიო პრესკონფერენციაზე მან პირდაპირ ამერიკელ ხალხს მიმართა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით ამ რეფორმის შემდეგ მკვეთრად შემცირდება ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები. ბარაქ ობამამ გააფრთხილა ამერიკელები რომ ყოველდღიურად 14000 ადამიანი დაკარგავს სამედიცინო დაზღვევას, თუ ეს რეფორმები არ იქნება გატარებული. რესპუბლიკელი და ზოგიერთი დემოკრატი სენატორი შეშფოთებას გამოხატავს რეფორმის ღირებულების შესახებ, თუმცა პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ეს არ გამოიწვევს ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდას.

XS
SM
MD
LG