ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოზეფ ბაიდენის თბილისში ვიზიტის   მნიშვნელობა 


დღეს ბევრს საუბრობს ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტზე საქართველოში. ოპოზiციას ერთი ტიპის მოლოდინი აქვს, ხელისუფლებას მეორე და საზოგადოებას სხვადასხვაგვარი. ოპოზიცია თვლის, რომ ბაიდენი გარანტია იმისა, რომ ქართულ ხელისუფლებას ნამდვილი დემოკრატია მოსთხოვოს. ასევე ბაიდენის ვიზიტის მოლოდინი, როგორც სიგნალი რუსეთისთვის, ხელმეორედ ომის განახლების წინააღმდეგ. ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები აქვს.თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში იმისთვის ჩამოდის, რომ ვინმეს თითი დაუქნიოს, ძალიან ცდება, - ასე ეხმაურება ოპოზიციის მოლოდინებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ვინც ფიქრობს, რომ ბაიდენი შიდა პოლიტიკისათვის ჩამოდის, ის უგუნურია. „ეს ვიზიტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ომის არდაწყების სიგნალები. ეს საქართველოს გადარჩენისა და წარმატებული ქვეყნების სიაში ჩაწერის ვიზიტია," - აცხადებს მინისტრი.


XS
SM
MD
LG