ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს რომელშიც ახლანდელ პრეზიდენტს ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერს მასუდ ბარზანის უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. რეგიონალურ პარლამენტში ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ერაყის პრეზიდენტის ჯალალ თალაბანის ქურთისტანის პატრიოტული კავშირის წარმომადგენლები შევლენ.არჩევნებში მონაწილეობას ორნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს. გასულ თვეს ქურთისტანიდან ნავთობის მიწოდება დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე მიუხედავად იმისა რომ ბაღდადი ამას უკანონოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG