ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანის რეჟიმს აღარ დარჩა მეგობრები


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის განცხადებით საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანი პოზიცია გააჩნია ჩრდილეოთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.ტაილანდში გამართულ აზიის ქვეყნების რეგიონალურ ფორუმზე გამოსვლისას ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა რომ ფხენიანის რეჟიმს აღარ დარჩა მეგობრები, რომლებიც მის ბირთვულ პროგრამას დაუჭერენ მხარს. ჰილარი კლინტონის განცხადებით შეერთებული შტატები და ექვსმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნები მზად არიან ეკონომიკური და დიპლომატიური დივიდენდები შესთავაზონ ჩრდილეოთ კორეას თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის ბირთვული იარაღის განვითარებაზე.მიუხედავად ამისა ფორუმზე მყოფმა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ უარი თქვა საკუთარი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე.

XS
SM
MD
LG