ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი მხარს უჭერს საქართვლოს


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სანქციებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოსთან იარაღით ვაჭრობენ. დღეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის წინ ბატონმა ბაიდენმა განაცადა რომ მისი ვიზიტი ადასტურებს რომ ვაშინგტონი საქართველოს გვერდით დგას. ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა რომ მოსკოვი კონკრეტულ ღონისძიებებს მიიღებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ რომლებიც საქართველოს ხელახლა შეიარაღებას უწყობენ ხელს. ბატონი კარასინის განცხადებით რუსეთი შეწყვიტას სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოს მხარდამჭერ სახელმწიფოებთან, რომლებიც თბილისისთვის იარაღის მიყიდვას გაბედავენ. ამის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და აქვს სუვერენული უფლება დაიცვას საკუთარი თავი.


XS
SM
MD
LG