ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ვიზიტი: საუბრობს ამერიკელი პროფესორი



ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ საქართველოში კომენტარს აკეთებს ვაშინგტონში მდებარე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი კევინ ჯოუნსი:

“ვფიქრობ ამ ვიზიტით მოხდება ორი რამის დადასტურება.

პირველი-ამერიკის ადმინისტრაცია ცდილობს დააბალანსოს მოსკოვთან ურთიერთობების განახლება თბილისის მიმართ არსებულ პოლიტიკასთან.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა, რომ ამერიკისთვის ამ ეტაპზე რუსეთი უფრო მნიშნველოვანია, ვიდრე უკრაინა ან საქართველო, თუმცა ვაშინგტონი ცალსახად აღიარებს, რომ რუსეთთნ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება საქართველოსთან ან სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე,

და მეორე, ვიცე პრეზიდენტის მოგზაურობა საქართველოსა და უკრაინაში არ უნდა იქნას გაგებული როგორც ცვლილება საქართველოს მიმართ პოლიტიკაში.

ვიტყვი იმასაც, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტები ტრადიციულად, ამა თუ იმ

ქვეყანაში მოკავშირეებთან ჩადიან, თუმცა ეს მაინც არ არის უმაღლესი დონის ვიზიტი პრეზიდენტისა. “

ჩვენს კითხვაზე თუ რა რეფორმების გატარებაა

საჭირო ქართული სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯო ბაიდენმა ამაზე გაამახვილოს ყურადღება საქართველოში გამართულ შეხვედრებში, პროფესორი ჯოუნსი გვპასუხობს:

“ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა არ გულისხმობს ვინმესთვის

რამის მოწოდებას, მხედველობაში მაქვს შიდა პოლიტიკური საკითხების მოგვარება, თუმცა ვფიქრობ, რომ ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს იმას, რაც მან უკრაინაშიც გააკეთა-ქვეყნის ხელისუფლებასა და სხვა წამყვან პოლიტიკურ წრეებს მიუთითებს მიღწევებსა და ჩავარდნებზე.

საქართველო ამერიკის მოკავშირეა და ყველაზე მთავარი ბაიდენის გზავნილი სწორედ ეს არის.

ამას გარდა, ამერიკა მოწონებას გამოთქვამს დიალოგისა და თანამშრომლობის პერსპექტივით, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შoრის შეიძლება განვითარდეს.

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, დისკუსია და განხილვა მნიშვნელოვანი ცნებებია.

მე პირადად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა საინტერესო წინადადებები, ახლა მთავარია ისინი ცხოვრებაში განხორციელდეს”. ჩვენთან საუბარში დასძენს ამერიკელი ექსპერტი.

“მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ბაიდენის ვიზიტს, უკვე გაისმა განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან.

თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთი მაინც ელოდება კონკრეტულად რა შედეგებით დასრულდება ამერიკელი ლიდერის ვიზიტი-იქნება თუ არა ეს რაიმე სახის კონკრეტული დახმარება, ტრეინინგის გაფართოება თუ სხვა.

ქართული მხარის შეიარაღების გადაწყვეტილება, რაზეც არა მგონია ამერიკა ამ ეტაპზე წავიდეს, მოსკოვისთვის ბევრად შემაშფოთებელი მოვლენა იქნება.”
XS
SM
MD
LG