ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: საუბრობს სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია


სამწუხაროდ ქართული საზოგადოება ჯერაც ვერ შეთანხმდა იმ საკითხზე, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთერთი წინაპირობა, სწორედ ამ კონფლიქტის გააზრება, ანალიზი უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ და არ დავჯერდეთ მხოლოდ რომელიმე მხარის ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რატომ და როგორ დაიწყო შეიარაღებული შეტაკება 15 წლის წინ აფხაზეთში. რა უძღოდა წინ ამ შეტაკებას და საიდან დაიწყო დაპირისპირება? ქართული საზოგადოებისათვის დაკარგული ტერიტორიები დღემდე ყველაზე მტკინვეულ საკითხად რჩება და შესაძლებელია სწორედ აქედან მომდინარეობს პრობლემა, რომელსაც პრობლემის არა ანალიზი, არამედ მისი დეკლარირება ქვია. ჩვენ არასდროს ვიშურებთ ხმამაღალ და სენტიმენტალურ, ხანაც აგრესიულ სიტყვებს კონფლიქტური ზონების ან კი მომხდარი ომის შესახებ, მაგრამ თითქმის არ ვცდილობთ, თუნდაც სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში ხელისუფლებისGან დამოუკიდებლად მისი მიზეზები ვეძიოთ. “სტუდია რეს” მიერ მოზადებულ ფილმში “ნების არქონა” სწორედ ამის მცდელობაა, სადაც სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია, რომელიც ამჯერად დევნილობაში იმყოფება, მანამდე და იმ დროს არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

გურამ ოდიშარია – რატომღაც გონიათ, რომ ჩვენ და აფხაზები სულ ავტომატებით დავსდევდით ერთმანეთს, ეს ასე არ არის – ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. მახსოვს პატარა ბიჭი ვიყავი, იმ დროინდელ ლენინის მოედანზე იკრიბებოდნენ აფხაზები და ითხოვდნენ ყველაფერ იმას, რაც უნდა ქონდეს მცირერიცხოვან ერს; უნივერსიტეტი, ენა და ა.შ. საბჭოთა ავშირის დაშლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო ყველა დაიბნა და ვერ გაიგო რა უნდა ექნა. ქართველები ხშირად ვწერდით, მე ახლა მათ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ვამბობდით, რომ აფხაზები სულ 17 ათასი არიან და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც მათ რაოდენობას შეეფერება.

მე რომ მცოდნოდა ომის დაწყება, ოჯახს გავხიზნავდი. მახსოვს ზღვაში ვბანაობდი 3 ვერტმფრენი რომ დავინახე. თავიდან, ქართველებს გაცილებით მეტი შეიარაღება ქონდათ, ვიდრე აფხაზებს. შემდეგ დაიწოყ მათი შეიარაღება. სამწუხაროდ ჩვენც და აფხაზებმაც კარგად მოვახერხეთ სადღაც, ვიღაცის მიერ დაწერილი როლის შესრულება.

- იმის შემდეგ დაიწყო და დღემდე აგრძელებს ქართული და აფხაზური მხარე, სადღაც დაწერილი როლის შესრულებას და ეს პროცესი იქამდე არ დასრულდება, ვიდრე არ დაიწყება მიზეზების კვლევა.

XS
SM
MD
LG