ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ვიცე პრეზიდენტი უკრაინაში მართავს შეხვედრებს


უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია ძლიერ და აყვავებულ უკრაინაში და მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისაკენ, არ იქნება განხორციელებული უკრაინის საზიანოდ.

ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა სიტყვით სამშაბათს უკრაინის დედაქალაქ კიევში ანუ მისი სამდღიანი მოგზაურობის პირველ დღეს. აღსანიშნავია რომ უკრაინის შემდეგ ვიცე პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება.

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად გამართული გამოსვლის დროს ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის სუვერენულ უფელაბას აირჩიოს სამხედრო ალიანსები. ბაიდენი მიესალმება კიევის გადაწყვეტილებას რომლითაც უკრაინა ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობასთან დაახლოვებას აპირებს.

როგორც ცნობილია რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინის შესვლას ნატოში. რუსეთის მთავრობა აცხადებს რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსის მიახლოვება რუსეთის საზღვრებთან წარმოადგენს მოსკოვის ტრადიციული გავლენის სფეროს შეზღუდვას.

სამშაბათსვე ვიცე პრეზიდენტი შეხვდება ბატონ იუშჩენკოს მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს პრემიერ მინისტრ იულია ტიმოშენკოს. შეხვედრის დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

XS
SM
MD
LG