ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბებმა თავდასხმები განახორციელეს


თალიბმა მეამბოხეებმა თავდასხმების წყება განახორციელეს ავღანეთის აღმოსავლეთით. ინციდენტის შედეგედ სულ ცოტა 5 დაცვის ოფიცერი დაიღუპა.

თალიბების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფაკტიკას პროვინციის ქალაქ გარდეზზე სამშაბათს შეტევა 15-მა თალიბმა მეომარმა განახორციელა. ადგილობრივი ოფიციალური პირების მონაცემებით დაზვერვის დეპარტამენტთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ოფიცერი დაიღუპა, ხოლო მეორე ინცინდენტს პოლიციის განყოფილებასთან ჰქონდა ადგილი სადაც კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა და ორი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამას გარდა ქალაქ ჯალალაბადში შეიარაღებული დაპირისპირების დროს ორი თავდამსხმელი მოჰკლეს, როდესაც ისინი შეტევას აშშ-ისა და ავღანეთის სამხედრო ბაზაზე აპირებდნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით ყუნდუზის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას 13 თალიბი მეომარი მოჰკლეს და 12 დაჭრეს. არის მსხვერპლი ავღანელ სამხედროებს შორისაც.

XS
SM
MD
LG