ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ყოფილი პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს


იმავდროულად, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ირანის პოლიტიკურ ლიდერებს არეულობის პროვოცირებისგან თავის შეკავებას თხოვს.

ხამენეიმ ამასთან დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლებიც მისი თქმით, ირანის შიდა საქმეებში ერევიან. მან ირანის პოლიტიკური ლიდერები გააფრთხილა რომ შიდა დაძაბულობა მხოლოდ ირანის მტრებს აძლევს ხელს და კიდევ უფრო მეტად აქეზებს მათ.

აიათოლამ შეფარვით ქვეყნის რეფორმატორ ლიდერებს მიმართა, თუმცა კონკრეტული სახელების დასახელებისტან შეიკავა თავი და ყველა მათგანს სიფრთხილე ურჩია.

ხმა-- აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ ირანის უმაღლესი ეშელონები უნდა აცნობიერებდნენ იმას თუ რას ამბობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავიანთი გამოსვლით აქეზებენ ირანის უცხოელ მტრებს, რომლებიც ირანელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.

ხამენეიმ ასევე ბრალმდებლის ტონით დასავლურ პრესაზე ილაპარაკა და განახადა, რომ ირანის დასავლელი მტრები თავიანთ მედიას აგიტატორთა გამოსაწრთობად იყენებენ, რომლებიც თავის მხრივ მხოლოდ ქაოსს, ნგრევასა და ძალადობას თესავენ.

პარაკსევს, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ ირანის ლიდერებზე გაილაშქრა და ძალაუფლებაში მყოფ პირებს მოუწოდა დაემორჩილონ ხალხის ნებას. მაგრამ აიათოლა ხამენიმ, რაფსანჯანის ან სხვა პოლიტიკოსის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ მკაცრად განაცხადა, რომ დაუშვებელია პოლიტიკური სისტემის კრიტიკა და რომ ასეთებს ირანელი ხალხი შეაჩვენებს.

ხამენეიმ ამასთან ირანის ისლამური რესპუბლიკა და ხალხი მიღწევებისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მათ ირანს დასავლელი მტრების ბოროტი ზრახვების ასრულება ააცილეს.

ხამენეი ამბობს, რომ მთელი მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურებს ირანის ისლამური რესპუბლიკა ჰყავთ ამოჩემებული, რომელიც მათ პრობლემას უქმნის და მიზნების განხორციელებაში უშლის ხელს.

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აიათოლას საჯარო გამოსვლის დროს მის გვერდით იჯდა პოდიუმზე, რაც აშკარად აჩვენებდა რომ სასულიერო ლიდერი მას უჭერს მხარს.

ამ ფონზე, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ხათამი მიმართვაში, რომელსაც ირანის მედიამ იგნორირება მოუხდინა, ეროვნული რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, რეფერენდუმისა, რომელმაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა უნდა განსაზღვროს.

XS
SM
MD
LG