ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი კონსერვატორები ყოფილ პრეზიდენტს რაფსანჯანის არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებენ



ირანის ყოფილმა პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებით გამოვიდა, რომელიც ირანის მთავრობის ლეგიტიმურობას დაამტკიცებს და არჩევნების შემდეგ განვითარებულ კრიზის მოუღებს ბოლოს.

ხათამის განცხადებები რამდენიმე ირანულმა ვებ გვერდმა გაავრცელა.

ირანის ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრეზიდენტ აჰმადინაჟადის გამარჯვება არჩევნების შედეგების გაყალბებას მოჰყვა.

მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს.

ამ ფონზე, ირანელი კონსერვატორები აკრიტიკებენ ირანის კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის, რომელმაც თავისი მოსაზრებები გამოთქვა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ბრალს სდებენ მას არეულობის პროვოცირებაში.

აიათოლა მოჰამად იაზდი მაჰმუდმა, რომელიც პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მოვაკშირედ ითვლება, განაცხადა, რომ პარასკევს თეირანში გაკეთებულ გამოსვლაში ბატონი რაფსანჯანი მიზნად ისახავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციების წახალისებას.

გამოსვლაში რაფსანჯანიმ თქვა, რომ ბევრი სკეპტიკურად აღიქვამს

12ი ივნისის არჩევნების შედეგებს.
XS
SM
MD
LG