ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას რეიტინგი ეცემა


პრეზიდენტად გახდომის შემდეგ პირველად, ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეიტინგი 60 პროცენტზე ქვევით დავარდა. ამის მიზეზად ამერიკელთა განწყობა მოიაზრება ეკონომიკის მდგომარეობის, ქვეყნის დეფიციტისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაცის მიმართ.

ვაშინგტონ პოსტისა და ეი ბი სი ნიუსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის მოქმედებით კმაყოფილია გამოკითხულთა 59 პროცენტი, რაც 6 პროცენტით დაბალია ვიდრე ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგენილი რეიტინგი.

ჯანდაცვის რეფორმის სფეროში, გამოკითხულთა 49 პროცენტი კმაყოფილია პრეზიდენტით. აპრილში ჯანდაცვის სფეროში არსებულ სიტუაციას 57 პროცენტი იწონებდა.

მიუხედავად პრეზიდენტ ობამას ეკონომიკურ მრჩეველთა განცხადებისა, რომ ამერიკის ეკონომიკამ თავი დააღწია კატასტროფას, გამოკითხულთა მხოლოდ 52 ტ პროცენტს მიაჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტი კარგად უძღვება ეკონომიკურ საკითხებს.

XS
SM
MD
LG