ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი დელიში მართავს შეხვედრებს


დღეს დელიში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინტონი ინდოეთის პრემიერ მინისტრს მაჰმოჰან სინგს შეხვდა.

მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებას.

ქლინტონი, რომელიც ინდოეთში ხუთი დღით ჩავიდა, ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს ეს ემ კრიშნას და ორმხრივი და რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს.

ამ ფონზე, აშშ და ინდოეთი ორ შეთანხმებაზე დაასრულებენ მუშაობას.

ერთერთი შეთანხმებით ამერიკულ კომპანიებს საშუალება მიეცეათ ორი ატომური ელექტროსადგური ააშენონ ინდოეთში.

მეორე შეთანხმება კი უზრუნველყოფს, რომ ის შეიარაღება, რომელსაც ამერიკა ყიდის ინდოეთს, არ გავრცელდება სხვა ქვეყნებში.

აშშ სახელმწიფო მდივანმა დღეს უფრო ადრე დელის უნივერსიტეტში გამოსვლისას, განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგი უფრო ვრცლად ჩამოაყალიბებს ამერიკის

ოფიციალურ პოლიტიკას ინდოეთთან მიმართებაში.

XS
SM
MD
LG