ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ერაყში


ერაყში ნაღმზე აფეტქების შედეგად სამი ადამიანი მათ შორის ერთ-ერთი ტომის ბელადის ვაჟი დაიღუპა. ალ-ყაიდასთან დაპირისპირებული სუნიტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ნაეიმ ალ-ჰალბოსი თავად გადაურჩა ამ აფეტქებას, რომლის დროსაც მისი შვილი და ორი პირადი მცველი დაიღუპნენ.

ამასობაში ბაღდადში ასი ატასობით მლოცველმა მოიყარა თავი შიიტურ რელიგიურ დღესასწაულზე. მათი მთავარი სამლოცველო-ყაზიმიას მეჩეთი ადრე არა ერთხელ გამხდარა სუნიტი ექსტრემისტების სამიზნე.

ბაღდადში ამდენი მლოცველის ჩასვლა ერაყის უშიშროების ძალებისთვის მკაცრი გამოცდა იქნება, მას შემდეგ რაც რაც ამ ქვეყნის ქალაქებიდან ამერიკელებმა გაიყვანეს თავიანთი სამხედრო ნაწილები.დღესვე ბაღდადის შემოგარენში ამერიკულმა სამხედრო შვეულმფრენმა განიცადა კატასტროფა, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG