ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა  შეიარაღებულმა პირებმა მძევლად სამი უცხოელიი თანამშრომელი აიყვანეს


დღეს დილით სომალელმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად კენიის ჩრდილოეთ რეგიონში ქალაქ მანდერაში ჰუმანიტარულ ორგანიზაციის სამი უცხოელიი თანამშრომელი აიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია მძევლების ეროვნება და თუ რომელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები არიან ისინი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ისლამისტთა დაჯგუფებამ ალ-შაბაბიმ მძევლად აიყვანა ორი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ ფრანგი სამხედროები სომალში ოფიციალური ვიზიტით იყვნენ.

ჯერჯერობით უცნობია ფრანგი სამხედროები გატაცების მიზეზი.

სომალიში ადამიანთა გატაცება ხშირია. გატაცებულებს უმეტეს შემთხვევაში გამოსყიდვის შემდეგ უვნებლად აბრუნებენ.


XS
SM
MD
LG