პაკისტანელი სამხედროების განცხადებით ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაციის მხრადჭერით 9 მეამბოხე გაანადგურეს.პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებით საბრძოლო თვითმფრინავებმა თალიბთა ერთ-ერთი ლიდერის ჰაკიმ ულაჰის შტაბ-ბინა დაბომბეს.
ამ თავდასხმის შედეგად 6 მეამბოხე დაიღუპა, თუმცა უცნობია მათი მეთაურის ბედი.ჰაკიმ ულაჰი პაკისტანელი ტალიბების ბაითულა მესუდის მარჯვენა ხელია. ის ეჭვმიტანილია ტერორისტული ტავდასხმების ორგანიზებაში რომლებიც პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ იყო მიმართული.
ბაითულა მესუდს ალ-ყაიდასთან კავშირში ადანაშაულებენ. პაკისტანელი სამხედროების განცხადების თანახმად სვატის ველზე მათ კიდევ სამი მეამბოხე მოკლეს. ასევე დაიღუპა ერთი პაკისტანელი ჯარისკაცი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა ბანუს რაიონში.