ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 15 ბრიტანელი დაიღუპა


ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ავღანეთში ბოლო თვის განმავლობაში საგრძნობი დანაკლისი განიცადეს. დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვმა 15-ს მიაღწია ამ დროის განმავლობაში. გასულ პარასკევს კი ერთდროულად 8 სამხედრო დაიღუპა დაძაბული ბრძოლების დროს. მსხვერპლის ასეთმა სწრაფმა ზრდამ კვლავ გახლიჩა საზოგადოების აზრი ომთან დაკავშირებით. შეიმჩნევა მკაფიო აზრთა სხვადასხვაობა.

ჯარისკაცები სამეფო სამხედრო ბაზაზე ავღანეთიდან ჩამოასვენეს. ეს მათი უკანასკნელი მგზავრობაა მშობლიურ მიწაზე. 8 ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელთაგან 3 მხოლოდ 18 წლის იყო, ერთ დღეს დაეცა ბრძოლის ველზე.

სამხედრო თვითმფრინავიდან სათითაოდ მათი ცხედრები გადმოტვირთეს და სპეციალურად მომზადებულ ავტომანქანებზე დაასვენეს, რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით კი ქუჩაში გამოსული ხალხი მათ ჩამოტარებას ელოდა.

ქალაქი ვუტონ ბასეტი მდებარეობს სამხედრო საჰაერო ბაზასა და კორონერს შორის. აქ ამბები ახალი მსხვერპლის შესახებ ძალზედ სწრაფად ვრცელდება. ცხედრებით დატვირთული ავტოკოლონის მოახლოებას ეკლესიის ზარების რეკვა აცნობებს ხალხს.

არც ისე დიდი ხნის წინ მსგავსი რეპატრიაციის პროცესი საკმაოდ ჩუმად , წყნარ ატმოსფეროში ტარდებოდა. ის ნაკლებად იყო საზოგადოებაში გახმაურებული. ამჯერად კი ეს მიძინებული ქალაქი იქცა ეროვნული მწუხარების ეპიცენტრად.

ავღანეთში დღესდღეობით ბრიტანეთს 9000 ჯარისკაცი ჰყავს. ისინი მონაწილეობენ ყველაზე სახიფათო ბრძოლებში რაც კი აქამდე ჰქონიათ 2001 წლიდან მოყოლებული. სამხედრო ოპერაცია სახელად პანტერის კლანჭი ჰელმანდის პრვინციაში მიმდინარეობს და მათი მთავარი სამიზნე თალიბები არიან.

ბრიტანელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიკვდილიანობის ზრდამ საზოგადოების მხრიდან ამ ოპერაციის მხარდაჭერა საგრძნობლად შეასუსტა.გაერტიანებული სამეფო ინსტიუტის სამხედროს ექსპერტის მალკოლმ ჩენბერის განცხადებით აქამდე საზოგადოება ვერ აღიქვამდა იმას თუ რა ხდება ავღანეთში, მათ ნკლებად ჰქონდათ წარმოდგენა ამის შესახებ. ამიტომ იმატა დებატების ინტენსივობამ და ისინიც კი ვინც დებატებშია ჩართული მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ აქამდე მიცემული მათი ახსნა განმარტება არც თუ ისე დამაჯერებელია, რადგანაც მდგომარეობა ავღანეთში არაა მარტივი და არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზები.ცდ

დებატების ინტენსივობა ბოლოდრონდელი მოვლენების ფონზე გაიზარდა არამარტო საზოგადოებაში არამედ პარლამენტშიც. კანონმდებლები ბჭობენ იმაზე თუ რამდენად კარგად არიან შეიარაღებულნი და უკანასკნელი ტექნიკით აღჭურვილნი ბრიტანელი ჯარისკაცები. პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა კი აღნიშნა , რომ წინ კიდევ მძიმე ზაფხული იქნება. თავად სამხედროები დისლოკაციის ადგილას ინფორმირებულნი არიან უკანასკნელ დროს სიკვდილიანობის ზრდის შესახებ. მონაცემების მიხედვით სიკვდილიანობა ბოლო თვის განმავლობაში აღემატება ამ მაჩვენებელს ერაყის ომის დროს. ინფორმაციის თანახმად ჯარისკაცები მზადყოფნაში არიან გააგრძელონ დაკისრებული მისია. შინ ბრიტანეთში კი საზოგადოებისთვის რთული აღსაქმელია ის დანაკარგი რაც ავღანეთში ომმა გამოიწვია. ამიტომაც აშშ-ის მიერ დაწყებულმა რეგიონში სამხედრო კონტინგენტის გაზრდამ , ბრიტანეტის ამ მისიაში ჩართულობის შესახებ კითხვები გააჩინა.

თუ ჰელმანდის პროვინციაში კოალიციური ძალები ვერ შეასრულებენ დასახულ ამოცანებს, მაშინ ხალხი იტყვის რომ ბრიტანეთმა სცადა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და საჭიროა ამიტომ ბრიტანული ჯარის ავღანეთიდან გაყვანა.ცდ

ბრიტანეტის მთავრობა აცხადებს რომ იგი მზადაა აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ავღანეთის ომში გააგრძელოს ბრძოლა.

პატარა ქალაქის ვუტონ ბასეტის მოსახლეობამ კი იცის , რომ ისინი კიდევ მრავალჯერ მოისმენენ ეკლესიის ზარებს რომლებიც იუწყებიან დაღუპილი ჯარისკაცების ავტოკოლონის მოახლოებას.


XS
SM
MD
LG