ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვასინგტონი არ ახდვაშინგტონი არ ახდენს ზეწოლას ინდოეთსა და პაკისტანზე ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნითენს ზეწოლას ინდოეთსა და პაკისტანზე ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს რომ იგი არანაირ ზეწოლას არ ახდენს ინდოეთის მთავრობაზე პაკისტანთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. როგორც ინდოეთის ოფიციალური პირები აცხადებენ პაკისტანის ხელისუფლებას ინდოეთ-პაკისტანის სასაზღვრო მონაკვეთზე გამძვინვარებული ტერორიზმის აღმოსაფხვრელად არანაირი ზომები არ მიუღია.

დღეს ქალაქ მუმბაიში კლინტონმა პრეს-კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ გასული წლის ნოემბერში მუმბაიზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პაკისტანთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ.

როგორც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს პაკისტანმა საჭირო ზომები მიიღო ქვეყანაში გამძვინვარებული ტერორიზმის აღმოსაფხვრელად, და მან იქვე დასძინა რომ სულ მალე მუმბაის თავდასხმის ორგანიზატორები პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე.

კლინტონმა ასევე დაამატა რომ ოფიციალური ვაშინგტონი არ ახდენს ზეწოლას ინდოეთსა და პაკისტანზე ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით.

ქალბატონი ჰილარი კლინტონი ინდოეთში პირველად ჩაბრძანდა როგორც სახელმწიფო მდივანი. კლინტონი ინდოეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება და ამ ვიზიტს ეკონომიკური კრიზისის ფონზე ინდოეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას დაუთმობს.


XS
SM
MD
LG