ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: გაეროს კონფერენცია გლობალური ეკონომიკური კრიზისის საკითხებს მიეძღვნა


გაეროს ეგიდით თბილისში დღეს შერატონ მეტეხი-პალასში გაიმართა კონფერენცია ” გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მისი გავლენა გენდერულ თანასწორობაზე საქართველოში”.

გაეროს პროექტი” გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში გენდერული პოლიტიკის განსაზღვრას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილების მიღების დონეზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. პროექტი ხელს უწყობს პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ თემატიკაზე დიალოგის წარმართვასა და გააზრებას, გენდერულ საკითხებზე რეგიონალურ თანამშრომლობას: ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.

თუ როგორ მოქმედებს გლობალური ეკონომიკური კრიზისი გენდერულ თანასწორობაზე საქართველოში ზემოაღნიშნული კონფერენციის მონაწილე, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალ ”საქართველოს ეკონომიკის” მთავარი რედაქტორი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც თავს იყრიან სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, გენდერული საკითხების განსახილველად და შესაბამისი რეკომენდაციების შესამუშავებლად...

- შემუშავდა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2007 წლის 26 სექტემბერს დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ...

XS
SM
MD
LG