ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს აშშ-ის სახემწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ინდოეთში ჩადის



კლინტონი დღეს ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქში მუმბაიში ჩავა, სადაც მოინახულებს იმ 166 ადამინის მემორიალს, რომლებიც გასულ წელს ტერორისტულ აქტში დაიღუპნენ.

კვირას იგი დელიში გაემგზავრება სადაც ინდოეთის მთავრობის წევრებს შეხვდება, მათ შორის პრემიერ მინისტრს მანმოჰანგ სინგჰს. ორი ქვეყნის ლიდერი ისაუბრებს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე , განხილვის საგანი იქნება საგარეო პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ენერგო საკითხები.

შეხვედრაზე სავარაუდოდ ხელი მოეწერება ორ ხელშეკრულებას. ერთი ხელშეკრულების მიხედვით აშშ-ს უფლება მიეცემა ინდოეთის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურის აშენების, ხოლო მეორე ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ აშშ-ის მიერ მიყიდული ტექნოლოგიები არ გაჟონავს სხვა ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG