ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია ირანთან მაინც აპირებს დიალოგს


ირანის მთავრობის მიერდემონსტრანტების ძალადობრივმა დარბევამ,რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, მსოფლიოში მისი სახელი შელახა, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მაგრამ მიუხედვად ამისა ვაშინგტონი მაინც უნდა ეცადოს თეირანთან დიალოგი გამართოს ბირთვულ პროგრამასთან და ტერორისტების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ირანმა უნდა უჩვენოს რომ მას სურს იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი ან აირჩიოს ქვეყნის შემდგომი იზოლაციის გზა.

პირდაპირი საუბარი მხარეებს შორის არის საუკეთესო გზა რათა წარმოჩინდეს და აიხსნას იმ არჩევანის შესახებ, რომელიც არსებობს ირანთან მიმართებაში.

ამიტომაც ჩვენ შევთავაზეთ ირანის ლიდერებს მათ წინაშე არსებული შესაძლებლობები.


ჰილარი კლინტონმა ეს განცხადება ობამას ადმინისტრაციის თეთრ სახლში მოსვლიდან 6 თვის თავზე გააკეთა, რასაც მეორე დღეს მისი ინდოეთსა და ტაილანდში გამგზავრება მოჰყვა. მან თავის სიტყვაში დასძინა, რომ ახალ ადმინისტრაციას გონიერი ძალაუფლების სწამს, რომელიც დიპლომატიას და სამხედრო სიმძლავრეს ერთ დონეზე აყენებს.

რაც შეეხება ირანს მისი აზრით ბუშის ადმინისტრაცია არასწორად იქცეოდა, როდესაც თეირანთან ყოველგვარ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდა.


ირანი შესაძლებელია რეგიონში საკმაოდ კონსტრუქციული როლის შემსრულებელი გახდეს , თუ ეს უკანასკნელი შეწყვიტავს მეზობელი ქვეყნების დაშინებას და ტერორისტების მხარდაჭერას.

კლინტონი ხუთშაბათს პირველად ჩავიდა ინდოეთში სახელმწიფო მდივნის რანგში. მან აგრეთვე შემოდგომაზე პაკისტანში ჩასვლის შესახებაც გააკეთა განცხადება.

ორივე ქვეყანაში განხილვის მთავარი საგანი რელიგიურ ექსტრემისტებთან ბრძოლა იქნება.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით ავღანეთის სტაბილურობა დიდადაა დაკავშირებული მისი მეზობელი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხარისხზე. როგორც ქალბატონი კლინტონი აცხადებს ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ ომი აშშ-მა იმის გამო წამოიწყო რომ ეს უკანასკნელი მხარს უჭერს ალყაიდას. ამასთან მისი თქმით თეთრი სახლი მზადაა იმ თალიბების მხარდამჭერებთან დიალოგზე, რომლთაც სურთ გამოეყონ ტერორისტებს.

“დღეს ჩვენ და ჩვენი ავღანელი პარტნიორები, მივესალმებით ყველას ვინც თალიბების მხარდამჭერია, მაგრამ ალყაიდას ემიჯნება, დაყრის იარაღს და დაუბრუნდება საზოგადოებას.”

თავის სიტყვაში ჰილარი კლინტონმა იმასაც გაუსვა ხაზი რომ ობამას ადმინისტრაციამ განაახლა თავისი ძალისხმევა ისრაელ პალესტინის პრობლემის გადასაჭრელად , რომელსაც აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ჯონ მიჩელი ედგა სათავეში. ამასთან მან კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის პოზიცია ისრაელის უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, ხოლო პალესტინის მხარეს მოუწოდა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ.

კლინტონის თქმით არაბულმა სამყარომ უნდა მიბაძოს ორ აწ განსვენებულ ლიდერს ეგვიპტის პრეზიდენტს სადათს და იორდანიის მეფეს ჰუსეინის, რომელთაც მოახერხეს ისრაელთან ურთიერთობების დალაგება.

“ანვარ სადათმა და მეფე ჰუსეინმა გადაკვეთეს მნიშვნელოვანი ზღვარი. მათმა გაბედულმა და განსაკუთრებულმა ხედვამ ისრაელთან სამშვიდობო პროცესებს ჩაუყარა საფუძველი.

ჰილარი კლინტონი ტაილანდში ჩასვლისას მონაწილეობას მიიღებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში. მისი განცხადებით ობამას ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუწევს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ძალთა კონსოლიდაციას.

კლინტონმა აგრეთვე ისაუბრა ავღანეთში ზომიერ თალიბებთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

XS
SM
MD
LG